Hot line:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

საქართველოს განათლების მინისტრმა ჭიათურელ ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა

22 October, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების მადლობის სიგელების გადაცემის ცერემოანიალს დაესწრო.

მინისტრმა მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხუთი დამსახურებული პედაგოგი დააჯილდოვა,

მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Share page