Hot line:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის, ღირსების ორდენის კავალერისა და ჭიათურის საპატიო მოქალაქის, ნანული წერეთლის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ჭიათურაში საზეიმოდ აღინიშნა

26 October, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის, ღირსების ორდენის კავალერისა და ჭიათურის საპატიო მოქალაქის, ნანული წერეთლის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

ღონისძიება ქალაქის კულტურის ცენტრში გაიმართა.

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა და სხვა გამომსვლელებმა გაიხსენეს იუბილარის პედაგოგიური მოღვაწეობა და მისი დამსახურება მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.

„ქალბატონმა ნანულიმ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჭიათურის საგანმანათლებლო ცხოვრებაში და თავისი საქმიანობით საზოგადოების სიყვარული და დაფასება დაიმსახურა“- განაცხადა გივი მოდებაძემ.

საღამოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის წარმომადგენლები, კოლეგები, ყოფილი მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Share page