Hot line:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ“ ჩანგის“ კოლექტივს, ასევე კვარტეტ „ჭიათურას“ წევრებს შეხვდა

9 November, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ“ ჩანგის“ კოლექტივს, ასევე კვარტეტ „ჭიათურას“ წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანსამბლების საქმიანობას,შემოქმედებით პროცესს და სამომავლო გეგმებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მარტში ჭიათურიდან პოლონეთში დაგეგმილ ვიზიტს ,რომელშიც მონაწილეობას ფოლკლორული ანსამბლი „ჩანგი“ და კვარტეტი „ჭიათურა“ მიიღებენ და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს პოლონელ მსმენელებს გააცნობენ.

შეხვედრაზე გივი მოდებაძემ მნიშვნელოვანი სიახლეც გააჟღერა: უახლოეს პერიოდში ჭიათურაში, „ჩანგის“ 50-წლიანი ისტორიისა და განსაკუთრებული შემოქმედებითი წვლილის აღსანიშნავად, ანსამბლის ვარსკვლავი გაიხსნება.

შეხვედრაზე მერმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექივების მხარდაჭერისა და მათი საქმიანობის განვითარების მნიშვნელობას.

Share page