Hot line:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

2027 წლის ბიუჯეტი - მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და განვითარების გეგმები

20 November, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მერიის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.შეხვედრის მთავარი თემა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, მომავალი წლის პრიორიტეტები და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროგრამები იყო.

გივი მოდებაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მომავალი წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის რეალურ საჭიროებებსა და განვითარების გრძელვადიან მიზნებზე იყოს ორიენტირებული. ამასთან, მერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფინანსური რესურსების მიზნობრივ განაწილებას და თითოეული მიმართულების ეფექტიან მუშაობას.

ბიუჯეტის პროექტი 52 032 100 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (43 000 000 ლარი) შედარებით 9 მილიონი ლარით მეტია.

ბიუჯეტის განხილვას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მერის მოადგილე დავით ბიწაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე ესწრებოდნენ.

 

Share page