Hot line:252731

ისტორია

ჭიათურის ისტორია

ანტიკური ხანა

ქალაქ ჭიათურის მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ჭიათურაში და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს.არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველეს თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ. მნახველი განცვიფრდება, თუ როგორ შესძლო ადამიანმა მიუვალ კლდეებში თვალუწვდენ სიმაღლეზე გამოეკვეთა მრავალი გამოქვაბული, ამ გამოქვაბულებში შესვლა დღეისათვის მხოლოდ გამოცდილმა მთასვლელებმა მოახერხეს თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით.

2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა გამოქვაბულში დღესაც გრძელდება.[4]

ქალაქის დაარსება

ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება კი განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. 1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურის რკინიგზის სადგურ შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50% -ს აღწევდა. XIX საუკუნეში განაშენიანებული მხოლოდ მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარე იყო, ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ. ამ ნაწილში ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი შემორჩენილია.

1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში[5]. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. 1964 წელს ჭიათურა ტროლეიბუსის ხაზით დაუკავშირდა საჩხერეს.

ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1921 წლიდან ჭიათურაში აღინიშნება ქალაქის დღესასწაული „ჭიათურობა",რომელსაც ცნობილი ქართველები და ჭიათურასთან დამეგობრებული ქალაქების წარმომაგდენლები ესწრებიან.

1924 წელს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო ჭიათურაშიც. 3 დღის განმავლობაში ჭიათურლებმა შეძლეს შეეკავებინათ აჯანყების ჩასახშობად თბილისიდან გამოგზავნილი სადამსჯელო რაზმები, თუმცა მე-4 დღეს საქართველოს ცეკას გამოგზავნილმა ჯარისკაცებმა ჩაახშეს აჯანყება და სასტიკად გაუსწორდნენ გამოსვლებში მონაწილე ხალხს, დახვრიტეს 2000-მდე ჭიათურელი.

აღწერის წელიმოსახლეობა
198968 501
200253 998 Decrease2.svg
201439 884 Decrease2.svg
Share page