Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ანხორციელებს სხვადასხვა სახის 19 სოციალურ პროგრამას.  კერძოდ:

 

✔ სამკურნალო საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსება,

✔ ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა ფინანსური დახმარება.

 ✔  შშმ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔  შშმ პირთა კომუნალური ხარჯით ფინანსური დახმარება,

✔ სიცოცხლისათვის საშიში და იშვიათი დაავადების მქონე პირთა ფინანსური დახმარება.

✔  ხანდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔ ახალშობილთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔ მრავალშვილიანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔  ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔ სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულთა ფინანსური დახმარება.

✔  დევნილთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება.

✔  ომის ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔ სამამულო ომში მონაწილეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔ მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔ რადიაქტიული ნივთიერების შედეგად დაზარალებულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

✔ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახთა ფინანსური დახმარება.

✔ უმწეო და მიუსაფარ ადამიანთა უფასო სასადილოთი მომსახურება.

✔  გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების ფინანსური დახმარება.

სოციალური მიმართულებით ბიუჯეტიდან  2022 წელს გამოყოფილ იქნა 2 300 000 ლარი.

 

ბავშვის უფლებების დაცვისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უშუალოდ, ბავშვის უფლებების კოდექსის აღმასრულებელია.

 

დღეის მდგომარეობით  შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება გამართულად ფუნქციონირებს და საჭიროების შემთხვევაში ოჯახების დასახმარებლად იყენებს მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სოციალურ პროგრამას. პარალელულად შემუშავებულია ახალი სოციალური პროგრამა, რომელიც  ბავშვის კეთილდღეობისა და მხარდაჭერისკენაა  მიმართული.

აღნიშნული პერიოდისთვის განყოფილების მიერ გაკეთდა  მონაცემთა ბაზა, იმ ოჯახებისათვის, სადაც ბავშვების მხარდაჭერის აუცილებლობა გამოიკვეთა. ამ ეტაპისთვის მუშაობა მიმდინარეობს 20 ოჯახთან, რომლებთანაც სოც. მუშაკი მათი განცხადების საფუძველზე შევიდა.

Share page