ჭიათურაში ევროპის სპორტული კვირეული გაიხსნა
ჭიათურაში ევროპის სპორტული კვირეული გაიხსნა. კვირეულის პირველ დღეს “გამარჯვების პარკში ” შეჯიბრი ჭადრაკში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 50-მდე მსურველმა მიიღო. კვირეულის გახსნას ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე, მერის მოადგილე ლიკა ჭუმბურიძე და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს კვირეულის გახსნა მიულოცეს. ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ კი, პატარა მონაწილეებთან ერთად ჭადრაკი ითამაშა.
ევროპის სპორტული კვირეული 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კვირეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და 27-ე სპორტული სკოლის ჩართულობით ტარდება.