Hot line:252731

დამეგობრებული ქალაქები

სიგულდა — ქალაქი ლატვიაში, სიგულდის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, მოსახლეობა 11 200 (2011)
სიგულდა მდებარეობს რიგის ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კმ დაშორებით (არის მოსაზრება, რომ ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან "Zigurda"). ქალაქში მდებარეობს გაუიას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია. ციხე-ქალაქი სიგულდა დაარსდა 1207 წელს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 2007 წელს აღინიშნა ქალაქის 800 წლის იუბილე, დღესასწაული ჩატარდა 9-12 აგვისტოს
.

2006 წელს გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება ჭიათურასა და სიგულდას შორის.

სიგულდას ოფიციალური ვებ-გვერდი: www.sigulda.lv

 

 

 კეილა (გერმ. Kegel)— ქალაქი ესტონეთის ჩრდილო-დასავლეთში. კეილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე კეილაზე. მოსახლეობა - 9 400 ადამიანი (2010). ქალაქში არსებობს მსუბუქი მრეწველობის და კვების საწარმოები. კეილა ცნობილია XIII საუკუნიდან. ქალაქი მდებარეობს დედაქალაქ ტალინის დასავლეთით 25 კმ-ის დაშორებით. საერთო ფართი 10 46 კმ². მისი დიდი ნაწილი დასახლებულია, დანარჩენი კი დაფარულია ტყეებით და მდელოებით. კეილის ყველა სამრეწველო საწარმო განლაგებულია ქალაქის გარეუბანებში.

2007 წელს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა ჭიათურასა და კეილას შორის.

კეილას ოფიციალური ვებ-გვერდი: www.keila.ee

 

      ბირშტონასი (ლიტვ. Birštonas, პოლ. Birsztany) — საკურორტო ქალაქი ლიტვაში; კაუნასის მაზრაში. წარმოადგენს ბირშტონსის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ცენტრს. მდებარეობს მდ. ნემანის მარჯვენა სანაპიროზე, კაუნასიდან სამხრეთით 39 კმ.-ში. წარმოადგენს ბალნეოლოგიურ და კლიმატურ კურორტს, რომელიც მდიდარია მინერალური წყლებით, სამკურნალო ტალახით. ფართობი შეადგენს - 13 კმ.²-ს. 1969 წელს მოსახლეობა შეადგენდა - 1,7 ათ. ადამიანს, 1994 წ. - 4 ათ., დღეისათვის კი - 3 164 ად. (2008 წ.-ის მონაცემებით). XIV საუკუნეში ლიტვის დიდი მთავრების ბირშტანსკის სასახლესთან ახლოს შეიქმნა ადგილი, რომლის განვითარებაც იწყება შუა საუკუნეებიდან. დასახლება 1864 წელს დაიწყო, როდესაც აქ აღმოაჩინეს მინერალური წყალები.

2012 წელს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა ჭიათურასა და ბირშტონასს შორის

ბირშტონასის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.birshtonas.lt

 

 

           მურღული (თურქ Murgul) - ქალაქი და რაიონი თურქეთის ართვინის პროვინციაში. 2012 წლის აღწერებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3 051, ხოლო რაიონის მოსახლეობა – 6 395 ადამიანს. ადრე ცნობილი იყო ჯერ დამარის, ხოლო შემდეგ გოქთაშის სახელწოდებით.

2013 წელს მემორანდუმი გაფორმდა ჭიათურასა და მურღულს შორის.

მურღულის ოფიციალური ვებ-გვერდი:  www.murguli.gov.tr

 

Share page