Hot line:252731

შეხვედრა ჭიათურის მერის სამუშაო ოთახში

25 February, 2020

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურაში თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზების მშენებლობაში მონაწილე ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებს და საფრანგეთისა და საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ბორდის წევრს დომინიკ ბუვეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ბაგირგზების მშენებლობის მიმდინარეობას, ჩატარებული სამუშაოების განხილვას და შეფასებებს შეეხო. ფრანგული მხარის განცხადებით, პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და აგვისტოდან საბაგიროების ფუნქციონირება დაიწყება.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. კერძოდ, მღვიმევის დედათა მონასტერში ფარანგული მხარის ჩართულობით აშენდება მინი საბაგირო სადგური, რომელიც ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს მოემსახურება.

ჭიათურის მერმა ასევე მიიღო დაპირება,რომ ფრანგი სპეციალისტები ჭიათურელ მშენებლებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

Share page