Hot line:252731

ჭიათურაში კორონოვირუსთან დაკავშირებით გაფართოებული თათბირი გაიმართა

2 March, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში დღეს კორონოვირუსთან დაკავშირებით გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა.

ქალაქის მერმა ჭიათურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის,“ჯეო-ჰოსპიტალსისა“ და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა კორონოვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

საზოგადიებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის ხემძღვანელის ხათუნა კუპატაძის განცხადებით, პრეევნციის მიზნით, მოხდა იტალიიდან ჩამოსული ჭიათურელი მოქალაქეების თვითიზოლაცია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ აღენიშნებათ კორონოვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

„ ჯეო-ჰოსპიტალსის“ დირექტორის მოადგილის დავით ბიწაძის ინფორმაციით, საავადმყოფო ამ ეტაპზე მობილიზებულია, დაწესებულებაში მზადყოფნაშია ბოქსირებული პალატა.

თათბირზე გივი მოდებაძის მიერ აღინიშნა, რომ კორონოვირუსთან დაკავშირებით ჭიათურაში ისევე როგორც მთელ საქართველოში, საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, თუმცა აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება და ამ მიზნით მიმდინარეობს საკარანტინე სივრცის შერჩევა.

მერმა აღნიშნა,რომ დღესვე COVID-19-თან დაკავშირებით სამუშაო შტაბი შეიქმნება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ხვალიდან ჭიათურის სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ, რეკომენდაციები მიეცემათ სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე გაცხადდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ჭიათურაში გაუქმდა ყველა სახის დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

Share page