Hot line:252731

ჭიათურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

4 March, 2020

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დღეს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ხსნარებით დამუშავდა.

მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ჩაატარებს.

დეზინფექციის პროცესის დაწყებას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე პირადად აკვირდებოდა.

 

Share page