Hot line:252731

ჭიათურის მერი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

20 May, 2020

ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, ჩემო პატარა მეგობრებო !

გილოცავთ სკოლის დამთავრებას,ცხოვრების დიდ და საინტერესო ასპარეზზე გასვლას,რაც უდიდესი მოვლენაა თითოეული თქვენგანისთვის.

სამწუხაროდ,სასწავლო წლის მეორე ნახევარში,როცა ჩვენი ქვეყანა,ისევე როგორც მთელი კაცოვრიობა საფრთხის წინაშე დადგა ,უჩვეულო რეჟიმში მოგიწიათ სწავლის გაგრძელებამ,მაგრამ ხელისუფლებამ შეძლო არ მომხდარიყო სწავლის შეწყვეტა და სასწავლო პროცესი დისტანციურად წარმართულიყო. ქვეყანა გაუმკლავდა პანდემიას,თქვენ კი, ახალი უნარებით გამდიდრდით .
დარწმუნებული ვარ, იმ ცოდნით,რომელიც წლების განმავლობაში სკოლაში შეიძინეთ,არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ისიც მჯერა,როცა საბოლოოდ გავიმარჯვებთ პანდემიაზე, თქვენთვის „ბოლო ზარი“ განსაკუთრებულად დაირეკება.

ბედნიერება, წარმატებები და გამარჯვებით განცდილი სიხარული გდევდეთ ცხოვრების საინტერესო და მრავალფეროვან გზებზე!

პატივისცემით გივი მოდებაძე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი

Share page