Hot line:599271247 591201449 577017836

მერევისა და ნიგოზეთის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო

28 May, 2020

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ სოფელ მერევი-ნიგოზეთის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა,სადაც ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენა ეწყობა.
ქალაქის მერი მშენებლებს შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი 4500 მეტრიანი მონაკვეთის სრულ მოასფალტებას ითვალისწინებს.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება.
პროექტის ღირებულება 1 160 878 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი გზა წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო.

Share page