Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრებსა და ზედა რგანში რამდენიმე ოჯახმა ახალი წყალი მიიღო

13 July, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრებსა და ზედა რგანში რამდენიმე ოჯახმა ახალი წყალი მიიღო.

წყალი ისეთ დასახლებებში მივიდა, სადაც ამ დრომდე მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდებოდა. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა შპს „ჭიათურის წყალმა“ ორივე სოფელში, როგორც თაბაგრებში, ისე ზედა რგანში წყლის რეზერვუარი მოაწყო. ახალი ქსელის საშუალებით თაბაგრებში-25 ი ,ხოლო ზედა რგანში -15 ოჯახი იქნება წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი.

დღეს, ორივე სოფელში შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრისას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა:

,,მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ჭიათურის სოფლებში წყალმომარაგების კუთხით. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს ,,ჭიათურის წყალმა“ მუშაობა ძალიან ეფექტურად დაიწყო და ამის მოწმენი ვართ დღესაც. ყველა სოფელში ვგეგმავთ შესვლას და წყალმომარაგების ქსელის მოწყობას“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

Share page