Hot line:252731

ჭიათურაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გრძელდება

18 November, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გრძელდება.

სოფელ პერევისაში, სამ სხვადასხვა უბანში, შიდა საუბნო გზის რთული მონაკვეთების მობეტონება მიმდინარეობს.

მთლიანობაში, გაკეთდება გზის 1 კილომეტრი.
ამ მიზნით, ჯამში 200 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

Share page