Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე პროდუქტების გაცემას აგრძელებს

22 December, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე პროდუქტების გაცემას აგრძელებს.

დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო პაკეტი და ტანსაცმელი პირადად მიუტანა.

“ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის,რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ყოველდღიური ყოფა იმ ადამიანებს ვისაც დახმარება ესაჭიროებათ. ვცდილობთ, რაც შიძლება მეტი მოწყვლადი ჯგუფი მოვიცვათ და უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს გავულამაზოთ სადღესასწაულო დღეები“-განაცხადა გივი მოდებაძემ.

უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 1470 აღსაზრდელს არამალფუჭადი საკვები პროდუქტები დაურიგდება. სასაჩუქრე პაკეტებს მიიღებენ 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცები, მრავალშვილიანი და შშმ პირები . დახმარებას სულ 4000 ბენეფიციარი მიიღებს.

 

Share page