Hot line:252731

ჭიათურის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა

16 November, 2021

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მოქალაქეთა მიღება გამართა.

ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირს თავიანთი პრობლემები გააცნეს და მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. დაყენებული საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს უკავშირდებოდა.

გივი მოდებაძემ თანაქალაქელების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებული საკითხების გადაჭრაში შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ორშაბათს, 12 საათზე, პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს, როგორც ადგილზე მისვლით, ასევე წინასწარი ჩაწერით.

საკონტაქტო ნომერი- 599 87 09 01.

Share page