Hot line:252731

ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლის მე-3 კლასში, უკრაინაში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი მოსწავლე ჩაირიცხა

11 April, 2022

ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლის მე-3 კლასში, უკრაინაში მცხოვრები, წარმოშობით ქართველი მოსწავლე ჩაირიცხა.

არინა აბრამიშვილი პირველ სასწავლო დღეს სკოლაში მშობლებთან ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მიიყვანა.

სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სტუმარს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს,რომლის შემდეგაც, მერმა სკოლის დირექტორთან და კლასის ხელმძღვანელთან ერთად,არინა საკლასო ოთახამდე მიაცილა და ახალი მეგობრები გააცნო.

არინას ოჯახი ჭიათურაში ქალაქ ნიკოლაევიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტეს, გოგონა იმ სკოლაში მიეყვანათ,, სადაც მისი მამა ზაზა აბრამიშვილი სწავლობდა.

„ძალიან ემოციური დღეა. ცრემლებს ვერ ვიკავებ...მადლობა ყველას ვინც ჩემი შვილის გახარებისთვის იზრუნა“-ამბობს ოლგა ულინა.

“ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის ამ მძიმე დღეებში, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენთან ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად. სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არინამ სკოლაში თავი კომფორტულად იგრძნოს.

ვიმედოვნებ, უკრაინაში მშვიდობა მალე დაისადგურებს და ის თავის სკოლაში გააგრძელებს სწავლას“ - განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

 

Share page