ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს თეატრში ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მივიდა და მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელთან, საკრებულოს წევრ მალხაზ გოგატიშვილთან, თეატრის დირექტორ ნანა წერეთელთან,სამხატვრო ხელმძღვანელ დავით ნიკოლაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
თეატრის რეაბილიტაცია,რომლის ღირებულება 13.660 231 მლნ ლარს შეადგენს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფონდიდან განხორციელდება. ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს: სახურავის გამაგრების სამუშაოებს, შენობისგან წყლის გადაყვანის სამუშაოებს, მათ შორის შენობის უკანა კედლის ჰიდროიზოლაციას, საქვაბისა და სარეპეტიციო შენობის აშენებას,შენობის ფასადების რეაბილიტაციას, კედლების, ჭერების, იატაკების, კარ-ფანჯრების მოწყობა-რეაბილიტაციას, საფეხურების და მოზაიკის იატაკების აღდგენას, ვიტრაჟების რეაბილიტაციას,აკუსტიკურ სამუშაოებს, საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოებს,დარბაზის ჭერის, კედლების ორნამენტებისა და მხატვრობის რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდკინგსი“ ასრულებს. ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად,. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს და აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.