Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენა მიმდინარეობს

10 December, 2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, გზის გასწვრივ არსებული ფერდის დატერასება, ტორკრეტირება (უსაფრთხოების მიზნით, ქანების და შენობების გამაგრება ) და სანიაღვრე არხის მოწყობა იგეგმება.

პროექტი, რომელსაც შ.პ.ს „გლობალ ტექნიკსი“ ახორციელებს სტიქიის ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1646737 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან, მოადგილე დავით ბიწაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან მერაბ ჯაოშვილთან ერთად გაეცნო.

Share page