Hot line:252731

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

9 April, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა,მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, მერის მოადგილემ დავით ბიწაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის სკვერში მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დეკანოზამა ამირან მოდებაძემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

Share page