Hot line:252731

ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი

13 May, 2025

ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ , საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე დავით ლაბაძესთან ერთად, ცხოვრებაძის ქუჩაზე მდებარე გამარჯვების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.

მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი სოფელ ქვაციხეში.

"გამარჯვების დღეს ვულოცავ ყველას,ვისთვისაც ძვირფასია მშვიდობა და სტაბილურობა. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე ,ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა. პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას,"-განაცხადა გივი მოდებაძემ.

Share page