ჭიათურის მუნიციპალიტეტში ავარიონის- საფარის გზაჯვარედინიდან, როგორც საფარის, ისე ავარიონის მიმართულებით, საავტომობილო გზების მოწყობა მიმდინარეობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ავარიონის- საფარის გზაჯვარედინიდან, როგორც საფარის, ისე ავარიონის მიმართულებით, საავტომობილო გზების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასფალტირებული გზის მოწყობა ორივე მიმართულებით, ასევე გათვალისწინებულია ბეტონის ბორდიურების, კიუვეტების და ლითონის ცხაურების კონსტრუქცია.
სამუშაოების ღირებულება 602 268 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და მოადგილე დავით ბიწაძე გაეცნენ.