Hot line:252731

სოფელ ქვაციხეში ბესარიონ ( ბესო) ჟღენტის დაბადებიდან 122 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა

13 July, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დაესწრო ბესარიონ ( ბესო) ჟღენტის დაბადებიდან 122 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც სოფელ ქვაციხეში გაიმართა - იქ, სადაც დაიბადა და აღიზარდა ცნობილი ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და მწერლობის გამორჩეული მკვლევარი.

გივი მოდებაძემ თავის სიტყვაში განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება ტრადიციული გახდება, ასევე დაფუძნდება ბესო ჟღენტის სახელობის ლიტერატურული პრემია.

როგორც მერმა აღნიშნა, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის წახალისებას, ლიტერატურისა და კრიტიკისადმი ინტერესის გაღრმავებას და ბესარიონ ჟღენტის ხსოვნის უკვდავყოფას.

ღონისძიება დატვირთული იყო მხატვრული ნომრებით და მოგონებებით ბესარიონ ჟღენტზე - ადამიანზე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურათმცოდნეობისა და კრიტიკის განვითარებაში.

საღამოს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე, მერის მოადგილეები დავით წერეთელი და დავით ბიწაძე დაესწრნენ.

Share page