სოფელ თაბაგრებში 18 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ თაბაგრებში 18 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე დავით ლაბაძესათან და მერის მოადგილებთან ერთად გაზსადენის პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება გამრიცხველიანება და 300 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.
ამჟამად ცენტრალური მაგისტრალური ქსელის გაყვანის სამუშაოები კიდევ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს, მათ შორის ზოდში, ხალიფაურში, სვერში, ცხრუკვეთში, თვალუეთში, უსახელოში, ნიგოზეთში, ზედა და ქვედა ბერეთისაში, ხრეითში, მანდაეთში, ქვაციხეში, საკურწესა და რცხილათში.