Hot line:252731

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში პრეზენტაცია -“ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა ჭიათურაში“ გაიმართა

27 October, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელთან ერთად, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში პრეზენტაციას -“ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა ჭიათურაში“ დაესწრო.

პრეზენტაციას მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი ინგა მაჭარაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ისაუბრა იმ თვალსაჩინო ადამიანებზე, რომლებმაც ღირსეულად წარმოაჩინეს ჭიათურა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ და თავიანთი მოღვაწეობით დღემდე მისაბაძ მაგალითებად რჩებიან.

მათ შორის არიან: ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი ანდრია ბიწაძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ წერეთელი, ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში გრიგოლ მუხაძე, ცნობილი ლოტბარი სანდრო კავსაძე , პოეტები მარიკა ბარათაშვილი, გრიგოლ აბაშიძე, მთამსვლელები და-ძმა ჯაფარიძეები,ოპერის მომღერლები დავით გამრეკელი, ზურაბ ანჯაფარიძე, მსახიობები გრიგოლ ტყაბლაძე, მიხეილ ვაშაძე და სხვა გამოჩენილი ადამიანები.

ქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მომავალშიც მზად იქნება დაუჭიროს მხარი კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ ქალაქის მდიდარი ისტორიის პოპულარიზაციას, არამედ ახალგაზრდების შთაგონებასაც ემსახურება.

Share page