Hot line:252731

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარედ ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

27 October, 2025

„ჭიათურობა- 2025“ -ის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან,მოადგილე დავით ბიწაძესთან და ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილი პიონერთა სასახლის მიმდებარედ ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა.

სკვერი ორი წლის წინ გაიხსნა, თუმცა იმ მონაკვეთში, სადაც ატრაქციონები იყო განთავსებული, მეწყერული პროცესები განვითარდა. არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა ფერდობის გადამაგრება და ორი საყრდენი კედლის მოწყობა.

პროექტი განხორციელდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, რომლის საერთო ღირებულებამ 1 650 900 ლარი შეადგინა.

სკვერის დათვალიერების შემდეგ კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა კოლექტივებმა კონცერტი გამართეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ.

Share page