Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგა

31 October, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგა.

საკრებულოს რიგით პირველი სხდომას მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დაესწრო.

სხდომის დასაწყისში ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა.

სხდომა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს უხუცესმა წევრმა გახსნა და საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა დაამტკიცა.

საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ალექსანდრე ციცქიშვილი აირჩიეს.

პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა დავით ლაბაძე, ხოლო მოადგილეებად - მალხაზ სამყურაშვილი და ოლეგ ყობიაშვილი.

სხდომაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, დაკომპლექტდა ფრაქციები და კომისიები.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 33 წევრით დაკომპლექტდა.

Share page