Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

29 December, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მერმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და 2025 წლის საუკეთესო საჯარო მოხელეს, მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელს გაწეული შრომისა და მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ამასთანავე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პროფესიული საქმიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის ასევე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი თანამშრომლები.

Share page