Hot line:252731

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გამო, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი სოფელ ითხვისში იმყოფებოდნენ

4 January, 2026

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გამო, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი სოფელ ითხვისში იმყოფებოდნენ,სადაც  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ გზების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და მათ შესაბამის დახმარებას დაჰპირდნენ.
მათ ასევე დაათვალიერეს მოქალაქე იური მეგრელიშვილის საცხოვრებელი სახლი, რომელიც დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ საკითხზეც მოქალაქეს დახმარება აღუთქვეს.
ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქალაქის ტერიტორიაზეც. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მუშაობს 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა. მობილიზებულია კეთილმოწყობის სამსახურის ჯგუფები, იწმინდება ტროტუარები და გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.

Share page