Hot line:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის, გივი მოდებაძის ინიციატივით, ცვლილებები შევიდა ჭიათურის მერიის მოქმედ სოციალურ პროგრამებში

15 January, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის, გივი მოდებაძის ინიციატივით, ცვლილებები შევიდა ჭიათურის მერიის მოქმედ სოციალურ პროგრამებში.

ცვლილებების მიხედვით:

სამკურნალო-საოპერაციო ხარჯების დაფინანსება გაიზარდა და შეადგენს 100%-ს, არაუმეტეს 2 000 ლარისა.

სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების დაფინანსება გაიზარდა 100%-მდე, არაუმეტეს 500 ლარისა.

პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის (18 წლამდე) დაწესდა ყოველთვიური ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით.

Share page