Hot line:252731

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

8 August, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე დავით ლაბაძესთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, ჭიათურის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბათუ ღვალაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის, შმაგი კუპატაძის მემორიალი და საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

“ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. დღეს გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ შინდისის გმირს შმაგი კუპატაძეს. მისი თავდადება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ღირსეული მაგალითია. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“- განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

Share page