Hot line:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

„ჭიათურობა 2026“-ის ფარგლებში ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტები გაიხსნა

16 October, 2026

„ ჭიათურობა 2026“-ის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილე დავით წერეთელთან, მოადგილე დავით ბიწაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გახსნა.

„ჭიათურობა 2026“-ის ფარგლებში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. გვინდა, ჭიათურა უფრო კეთილმოწყობილი, კომფორტული და თითოეული მოქალაქისთვის სასიამოვნო საცხოვრებელი გარემო იყოს.“-განაცხადა გივი მოდებაძემ.

განხორციელებულ პროექტებს შორისაა „სიგულდას“ სკვერი, რომელიც ქალაქის იერსახეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მოსახლეობას დასვენებისა და განტვირთვისთვის კეთილმოწყობილ სივრცეს შესთავაზებს

ასევე გაიხსნა საფეხმავლო ხიდი, რომელიც იაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს დააკავშირებს. ხიდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასულიერო სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან მათ გადაადგილებას უფრო მოსახერხებელსა და უსაფრთხოს გახდის.

Share page