Hot line:სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე - 599271247 591201449 577017836

ჭიათურაში მსახიობ ლილი თავაძის სახლთან მემორიალური დაფა გაიხსნა

16 October, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ საქართველოს დამსახურებული არტისტის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობისა და ჭიათურის საპატიო მოქალაქის, ლილი თავაძის სახლთან მემორიალური დაფა გახსნა.

ღონისძიებაზე გივი მოდებაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ლილი თავაძის მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობაზე, მის დამსახურებასა და ჭიათურის თეატრის განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა.

ლილი თავაძე ათწლეულების განმავლობაში ჭიათურის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო. 1969 წლიდან 2023 წლამდე მან თეატრის სცენაზე 100-ზე მეტი როლი განასახიერა. გარდა თეატრალური მოღვაწეობისა, მონაწილეობდა სატელევიზიო სერიალებშიც.

2023 წელს, მსახიობის ღვაწლისა და დამსახურების აღსანიშნავად, ჭიათურის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,მოადგილე დავით ბიწაძე, ჭიათურის თეატრის კოლექტივი, საზოგადოების წარმომადგენლები და ლილი თავაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

Share page