Hot line:252731

26 მაისი - ეს დღე ჩვენია

26 May, 2026

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჭიათურაში დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, მოადგილე დავით ბიწაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას .

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობა მიმდინარეობს.

 

Share page