Hot line:252731

ჭიათურის მერი, მე-12 საჯარო, სპეციალური საჭიროების მქონე საგანმანათლებლო სკოლას ესტუმრა და დამდგეგი შობა- ახალი წელი მიულოცა

18 December, 2024

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და მოადგილე დავით ბიწაძე ჭიათურის მე-12 საჯარო,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლას ესტუმრნენ, მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე  ჭიათურის კულტურის ცენტრმა იზრუნა და მათთვის გასართობი ღონისძიება გამართა, სადაც ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა მონაწილეობდნენ.

„ ამ  ბავშვებზე ზრუნვა  ჩვენი ერთ-ერთი  პრიორიტეტია. დღესაც   ვეცადეთ,   ლამაზი დღე გვეჩუქებინა მათთვის და პირადად მიგველოცა ახალი წელი -აღნიშნა გივი მოდებაძემ.

მე-12 საჯარო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეები ასევე, სპეციალურად მათთვის გამართულ,  ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ჩემი სიამაყის“ კონცერტს დაესწრნენ, სადაც ბავშვებს  საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

Share page