ჭიათურის მერი, მე-12 საჯარო, სპეციალური საჭიროების მქონე საგანმანათლებლო სკოლას ესტუმრა და დამდგეგი შობა- ახალი წელი მიულოცა
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და მოადგილე დავით ბიწაძე ჭიათურის მე-12 საჯარო,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლას ესტუმრნენ, მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ჭიათურის კულტურის ცენტრმა იზრუნა და მათთვის გასართობი ღონისძიება გამართა, სადაც ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა მონაწილეობდნენ.
„ ამ ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღესაც ვეცადეთ, ლამაზი დღე გვეჩუქებინა მათთვის და პირადად მიგველოცა ახალი წელი -აღნიშნა გივი მოდებაძემ.
მე-12 საჯარო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეები ასევე, სპეციალურად მათთვის გამართულ, ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ჩემი სიამაყის“ კონცერტს დაესწრნენ, სადაც ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.