ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

მინი ფეხბურთში ჭიათურის მერიის თასის გათამაშება დასრულდა

15 ნოემბერი, 2023

მინი ფეხბურთში ჭიათურის მერიის თასის გათამაშება დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კულტურის ცენტრისა და მერიის გუნდები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება კულტურის ცენტრმა მოიპოვა და მერიის თასს დაეუფლა.

გამარჯვებული გუნდი და გამორჩეული ფეხბურთელები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლები წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები, სამახსოვრო თასები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ააიპ.ჭიათურის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

 

გააზიარე