ცხელი ხაზი:252731

„გახდი შენი ქალაქის გიდი და იზრუნე თვითდასაქმებაზე“ მონაწილეების დაჯილდოება

11 დეკემბერი, 2024

 ქალაქის კულტურის ცენტრში ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის -„გახდი შენი ქალაქის გიდი და იზრუნე თვითდასაქმებაზე“ მონაწილეების დაჯილდოება და სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

პროექტის ავტორი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, ახალგაზრდული სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორი ლია ხარაიძე გახლავთ.

სასწავლო კურსის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ, შეისწავლეს მათი საქმიანობა, ჩაუტარდათ მასტერ-კლასები.

ღონისძიებას ჭიათურის მუნციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ესწრებოდა.

„მიხარია , რომ მოსწავლეებს, შესაძლებლობა ეძლევთ , გაეცნონ ჭიათურის მდიდარ ტურისტულ პოტენციალს. ასევე, პიროვნულად განვითარდნენ. მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის ორგანიზატორებს და წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში” - განაცხადა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადასცა.

პროექტში აქტიური ჩართულობისათვის მადლობის ბარათები სკოლის დირექტორებს გადაეცათ,

აღნიშნული პროექტი აა(იპ) .ახალგაზრდობის სასწავლო -საგანმანათლებლო კვლევითმა ცენტრმა განახორციელა.


 

 

 

 

 

 

გააზიარე