ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა

6 მაისი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ჭიათურის მერმა დიპლომატს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. 
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე, საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი მოადგილე  დავით ლაბაძე ესწრებოდნენ.
დღესვე ჩინეთის ელჩმა, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კაცხის სვეტი  და ქალაქის სხვა ღირშესანიშნაობები დაათვალიერა.

გააზიარე