ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ ჭიათურელ მოჭიდავე გოგონებს შეხვდა და წარმატება მიულოცა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ ჭიათურელ მოჭიდავე გოგონებს შეხვდა და წარმატება მიულოცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მერმა ხაზი გაუსვა გოგონების განსაკუთრებულ წვლილს სპორტის განვითარებაში და აღნიშნა, რომ ისინი წარმატებით იცავენ როგორც ქვეყნის, ისე ჭიათურის ღირსებას საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.
„ ეს ახალგაზრდები თავიანთი მონდომებით და შრომით ღირსეულად წარმოაჩენენ ჭიათურას სპორტულ არენაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათი მომზადება მიმდინარეობს სოფელ ნიგოზეთის საჭიდაო დარბაზში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი პროფესიონალური ვარჯიშისთვის. უმნიშვნელოვანესია მათი მწვრთნელების — ოთარ ჯაოშვილისა და თამუნა სამხარაძის წვლილი, რომლებიც დიდ ძალისხმევას დებენ სპორტის ამ მიმართულების განვითარებაში,“ — განაცხადა გივი მოდებაძემ.
საქართველოს ნაკრების ღირსებას ჭიათურიდან იცავდნენ: ნინო სამხარაძე, ნინი ციცვიძე, ანი ჩაჩანიძე, ანა ლაბაძე და ევროპის ჩემპიონი მირანდა კაპანაძე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი მომავალშიც განაგრძობს ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო მეტმა სპორტსმენმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა.