ცხელი ხაზი:252731

პროგრამის ფარგლებში, ეტლები ჭიათურაში მცხოვრებმა 9 ბენეფიციარმა მიიღო

17 დეკემბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე დავით ლაბაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ნიგოზეთისა და ზოდის თემში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცა.

ეტლების გადაცემა ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” მიერ, ამერიკული ორგანიზაციის (LDS CHARITIES) მხარდაჭერით განხორციელდა.

პროგრამის ფარგლებში, ეტლები ჭიათურაში მცხოვრებმა 9 ბენეფიციარმა მიიღო.

 

გააზიარე