ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ხელოვნების სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას დაესწრო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ააიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სკოლის აღსაზრდელთა მიერ შესრულებული სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ნამუშევრები.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლაში ორასზე მეტი მოსწავლე ირიცხება. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ფერწერის, კომპოზიციის, ხეზე კვეთის, ძერწვის, აპლიკაციის, გობელენის, ქსოვის, ფოტოხელოვნებისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებებით.
