ანსამბლ „ჩემი სიამაყის“ კონცერტს სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდები დაესწრნენ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ანსამბლ „ჩემი სიამაყის“ კონცერტს დაესწრო.
ტრადიციულ კონცერტს, რომელიც ჭიათურის კულტურის ცენტრში გაიმართა, სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდები დაესწრნენ. მერმა ახალგაზრდებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
კონცერტის დასრულების შემდეგ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.


