ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრის მონაწილეებს ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ლომთაძემ, რეგიონალური ცენტრის სერჟანტმა, მასტერ-სერჟანტმა გიორგი მელიქიძემ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ჭიათურის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუ ღვალაძემ და განყოფილების სერჟანტმა გიორგი ბაბლუანმა.
მომხსენებლებმა ისაუბრეს თავდაცვის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალ წესებზე. აღინიშნა, რომ კანონმდებლობის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიურად ელექტრონული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

