ცხელი ხაზი:252731

2020 წლის 9 მაისი ჭიათურაში

11 მაისი, 2020

 ჭიათურის მერი გივი მოდებაძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ჭიათურის საპატიო მოქალაქეს აკაკი იობაშვილს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

აკაკი იობაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ფრონტზე გაიწვიეს, 1944 წელს კი, დაჭრილი სამშობლოში დაბრუნდა. თავდაპირველად მანგანუმის მრეწველობაში იმუშავა სხვადასხვა თანამდებობაზე, შემდეგ კი 51 წლის განმავლობაში ზოდის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა

ქალაქის მერმა გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს,97 წლის შაქრო გაჩეჩილაძესაც მიულოცა.
შაქრო გაჩეჩილაძე ქალაქ კიშინიოვის, ასევე რუმინეთისა და უნგრეთის გათავისუფლებისთვის იბრძოდა. დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო მედლით

" ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე,მათი გმირობისა და თავდადების წინაშე..კიდევ დიდხანს ყოფილიყვნენ ამ ქვეყნად და ეზეიმოთ 9 მაისი,ჩვენ კი ყოველთვის დაგვეფასებიოს ის ამაგი,რაც მათი გაიღეს მომავალი თაობებისთვის "-განაცხადა გივი მოდებაძემ

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ორი ვეტერანი ცხოვრობს, თითოეულ მათგანს საპენსიო ანგარიშზე ადგილობრივი ხელისუფლებისგან 500 ლარი ჩაერიცხა.

გააზიარე