ცხელი ხაზი:252731

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

22 მარტი, 2023

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მერიაში უმასპინძლა და სტუმრებს მათი საკუთარი სურვილით შერჩეული საჩუქრები გადასცა.

„ ამ ბავშვების მიმართ ზრუნვის, სოლიდარობის, სიყვარულის გამოხატვა და მათთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნა ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი საზოგადოებრივ აქტივობებში ისე იყვნენ ჩართულნი,როგორც მათი სხვა თანატოლები“-განაცხადა გივი მოდებაძემ.

ღონისძიებას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე ესწრებოდა.

 

 

გააზიარე