ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

26 მაისი - ეს დღე ჩვენია

26 მაისი, 2026

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჭიათურაში დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, მოადგილე დავით ბიწაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას .

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქალაქში სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობა მიმდინარეობდა.

 

გააზიარე