ცხელი ხაზი:599271247 591201449 577017836

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

9 მაისი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, მოადგილე დავით ბიწაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ლაბაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს  ომში დაღუპულთა ხსოვნას და გამარჯვების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ  თარიღის მნიშვნელობას, რომელმაც კაცობრიობას  მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში  გამარჯვება მოუტანა.

„ გამარჯვების დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მშვიდობა ყველაზე მნიშვნელოვანი  ღირებულებაა. ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლეს. მათი გმირობა,თავდადება და მოგონება   ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში“, -განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

გააზიარე