ცხელი ხაზი:252731

,,ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსი“

10 ივნისი, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული ,,ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის“ გამარჯვებული პროექტის ,,RRR” (შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება) ფარგლებში გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში მოეწყო ჭიათურის ხუთი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა პოლიეთილენის ნივთებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ნამუშევრები წარმოადგინეს. ამავე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გარემოს დაცვითი აქტივობები გამართეს და ჭიათურის მერიის წინ მდებარე სკვერში სეპარირებული ურნები დადგეს.
პროექტი ,,ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსი“ ჭიათურის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. 
დღეს წარმოდგენილ გამოფენაში გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

 

გააზიარე